|
2022-09-28 10:32:23, 879 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვას გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვას რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ლიეტუვას გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი და ლიეტუვას რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლიეტუვას პროკურატურის დელეგაციის წევრებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. როგორც შეხვედრაზე ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. "დღეს შევხვდით საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის გუნდს, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიება ძალიან სასარგებლოა ლიეტუვასთვის და იმედი მაქვს, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც ასეა" - აღნიშნა შეხვედრაზე ნიდა გრუნსკიენემ. ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა. "კონფერენციის ორგანიზება არის იდეალური. მიღება და საქართველოს სტუმართმოყვარეობა შესანიშნავია. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავიგეთ საქართველოს შესახებ", - აღნიშნა ნიდა გრუნსკიენემ. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. ლიეტუვას გენერალური პროკურორი ნიდა გრუნსკიენე და გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)