|
2022-09-26 14:56:48, 856 ნახვა
საზოგადოება
მეხუთე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება
მეხუთე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეხუთე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და იმერეთის რეგიონების 118 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, ასპინძა - 2, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 9, ბორჯომი - 13, დმანისი - 24, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, საგარეჯო - 4, დედოფლისწყარო - 15, თელავი - 4, სიღნაღი - 4, ყვარელი - 14, ახმეტა - 4, მცხეთა - 1, გორი - 3, კასპი - 1, წყალტუბო - 15, ბაღდათი - 1. დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად, სულ გამოქვეყნდა 479 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები, საერთო ფართობით - 49,754 ჰექტარი. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 118 მათგანზე. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)