17:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 13:55:54, 1324 ნახვა

მსოფლიო
სამხედრო მოილიზაციის გამო რუსეთიდან გაქცეულები ღამეს ყაზახეთის კინოთეატრში ატარებენ

სამხედრო მოილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსი მამაკაცები ქვეყნიდან გარბიან. ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სულ რაღაც სამ დღეში, 20-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში ცხრა ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა.

ხალხი საზღვრის გადაკვეთის გრძელ რიგებში დგას და სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებელი ადგილის პოვნა თითქმის შეუძლებელია.

ყაზახეთში, ურალსკში მდებარე კინოთეატრ CinemaPark-ის ხელმძღვანელობამ რუსები ღამის გასათევად კინოდარბაზში მიიწვია.

"ხალხი მართლა შეშინებული იყო, დაბნეული იყო. დაახლოებით საღამოს 23:00-დან ხალხმა დაიწყო მოსვლა, მადლობა გადაუხადა, თქვეს, რომ მთელი დღე დადიოდნენ და ღამისთევა ვერ ნახეს. ერთი დარბაზი გავათავისუფლეთ, ჩაი მოვაწყვეთ, მოხალისეებმა ცხელი მოიტანეს. ასე რომ, ჩვენ შევიკრიბეთ დაახლოებით ოთხი დარბაზი და ეს არის დაახლოებით 200 ადამიანი ", - აცხადებს კინოს დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. 

ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics