|
2022-09-26 11:57:11, 848 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის საფარი დაიგო და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. აღნიშნულ მისამართზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დასრულებულია. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე გზის ერთი ნახევარი მთლიანად ჩამონგრეული იყო და ავტომობილებისთვის ორმხრივად გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. ივლისში კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ფერდის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ფერდი მთლიანად გამაგრდა. საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება ორმხრივადაა შესაძლებელი. ყველა ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ სამომავლოდ ამ კონკრეტულ გზას პრობლემები არ შეექმნას და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. იუნკერთა ქუჩაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით, ყველა გადაუდებელი სამუშაოს განხორციელება ოპერატიულად დაიწყო. სპეციალისტების კვლევის საფუძველზე, ფერდის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინაბეტონის კედელი, გაბიონები და სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება. აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველად განხორციელდა 24-მეტრიანი ჩამოშლილი მონაკვეთის აღდგენა, რომელიც კლდეში 12 ვერტიკალურ მიკროხიმინჯზე დაფუძნებული რკინაბეტონის კედლით და 30 ფოლადბაგირიანი ანკერით, ჩამოშლილი ფერდის სიმყარეს იჭერს. მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 536 029 ლარით დაფინანსდა. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)