17:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 10:44:14, 1297 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს სამოქმედო გეგმა აქვს

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს სამოქმედო გეგმა აქვს, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „სიბიესთან“ ინტერვიუში რუსეთისგან მომავალ ბირთვულ საფრთხეს.

ბლინკენის თქმით, "ატომურ იარაღზე უხერხული საუბრის შესაჩერებლად", შეერთებული შტატები რუსეთს როგორც პირადად, ისე საჯაროდ უკვე ესაუბრა. 

"მოვისმინეთ ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა ვლადიმერ პუტინისგან, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ რიტორიკას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ რუსებთან საჯაროდ და პირადად, რათა შევაჩეროთ ატომურ იარაღზე უხერხული საუბარი", - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანის თქმით, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ შედეგები უმძიმესი იქნება.

"ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება - რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რომელიც იყენებს მას, მაგრამ ასევე ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც... ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნები გავაერთიანოთ რუსეთზე ზეწოლისთვის. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს“, – უთხრა „სიბიესს" ბლინკენმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ თავი დაიცვას.

ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსებს მიმართა. მასში მან არა მხოლოდ გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, არამედ მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics