17:32 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-25 22:22:30, 1932 ნახვა

მსოფლიო
სალივანი - რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას აშშ-სგან კატასტროფული შედეგი მოჰყვება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ სალივანმა NCBC-სთან ისაუბრა. 

"თუ რუსეთი ამ წითელ ხაზს გადაკვეთს, მას კატასტროფული შედეგები მოჰყვება - შეერთებული შტატები კრემლს მკაცრად უპასუხებს". - თქვა სალივანმა.

ასევე, სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების ფონზე, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ. 

"დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადებაში წერია, რომ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს მოჰყვება შედეგი, რაც დამატებით სანქციებს გულისხმობს. კერძოდ, სანქცირებულთა სიაში მოხვდებიან იურიდიული პირები და კომპანიები, მათ შორის რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმს მხარს უჭერენ. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი თავისთავად გააორმაგებს ჩვენს მოტივაციას, დავეხმაროთ უკრაინას და გავუგზავნოთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც მას საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად სჭირდება". - ამბობს სალივანი. 

სალივანმა ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების ჩატარება არა რუსეთის სიძლიერეზე, არამედ პირიქით, მნიშვნელოვნად დასუსტებულ პოზიციაზე მიუთითებს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ნაბიჯები მის სისუსტეზე მიუთითებს, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი ერი და სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის სამხედრო იარაღით აღჭურვა". - თქვა სალივანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics