|
2022-09-23 16:50:21, 1151 ნახვა
საზოგადოება
„წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელს“ თბილისი ოფიციალურად შეუერთდა
პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (იუნესკო) და ვროცლავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მფლობელ ქალაქებს შორის „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ დამაარსებელი დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმდა, რომელსაც თბილისიც შეუერთდა. ქსელის მიზანია, ლიტერატურის ხელშეწყობა, წიგნიერების პოპულარიზაცია და დარგის განვითარება. მემორანდუმს თბილისის მხრიდან ხელი დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოაწერა, რომელმაც შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვროცლავის მერიას, ვროცლავის ლიტერატურის სახლსა და იუნესკო-ს, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსელის განვითარებისთვის, საერთაშორისო ღონისძიებების დასაგეგმად და უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. თბილისმა მიმდინარე წლის 23 აპრილს ერთწლიან ლიტერატურულ დღესასწაულში მოგზაურობა დაასრულა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გვადალახარას გადასცა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული და განაგრძობს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას სხვადასხვა საშუალებით ლიტერატურისა და წიგნიერების ხელშეწყობისთვის. თბილისის მერია გახლავთ აქტიური მხარდამჭერი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის, ახორციელებს წიგნის გამოცემის თანადაფინანსების პროგრამას. ასევე, მკითხველთა და გამომცემელთა ხელშეწყობის მიზნით, კვლავ განახორციელებს იმ საუკეთესო პროექტებს, რომლებსაც სფეროს განვითარებისთვის განსაკუთრებული გამოხმაურება და ეფექტი ჰქონდათ. ასეთია მაგალითად, საბავშვო წიგნის ბაზრობა, რომელიც იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა და წელსაც გაიმართება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პროექტში, სადაც მიმდინარე წელს იუნესკო-ს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელი“ პირველი სტენდით იქნება წარმოდგენილი. „თბილისი აბსოლუტურად აცნობიერებს წიგნის დედაქალაქის დებულების მიზნებსა და ამოცანებს, რომ წიგნიერების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ახალგაზრდების გაძლიერებისთვის, წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, რომ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს დიდი ძალა აქვთ და ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. შესაბამისად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის მზად ვიქნებით, ქსელის გაძლიერების მხარდასაჭერად, ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისთვის. აქტიურად ვართ ჩართული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პროექტში, სადაც 2022 წელს იუნესკო-ს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელი“ პირველი სტენდით იქნება წარმოდგენილი და მას ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. შეხვედრაზე ასევე, დაასახელეს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ თავმჯდომარე, რომლის ფუნქციასაც ერთი წლის ვადით, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი შეასრულებს.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)