18:38 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 10:29:39, 1269 ნახვა

მსოფლიო
„მაჰსა ამინი ირანის რეჟიმის კიდევ ერთი სისასტიკეა“ - აშშ-მ „ზნეობის პოლიციას“ სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, ირანის "ზნეობის პოლიციას" სანქციები დაუწესა. 

აშშ-ის ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, სწორედ "ზნეობის პოლიციაა" 22 წლის ამინის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი. 

„მაჰსა ამინი იყო მამაცი ქალი, რომლის გარდაცვალებაც, ზნეობრივი პოლიციის იზოლატორში, ირანის რეჟიმის უშიშროების ძალების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი სისასტიკე იყო. ჩვენ ვგმობთ ამ არაკეთილსინდისიერ ქმედებას უმკაცრესად და მოვუწოდებთ ირანის მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა ქალთა მიმართ და ასევე, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მუდმივი ძალადობრივი დარბევა", - ამბობს ჯანეტ იელენი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. 

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. ამინის მამის თქმით, მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.

ფაქტმა დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში გამოიწვია. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics