|
2022-09-21 10:15:06, 1178 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში, C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელის პრეზენტაცია წარადგინა
ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრი ჰეპატიტების ელიმინაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პარალელურად იმართება. ღონისძიებაზე, ზურაბ აზარაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელის პრეზენტაცია წარადგინა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის 21-ე საუკუნის ორ ძირითად ეპიდემიას - აივ/შიდსი და C ჰეპატიტი ერთდროულად დაასრულებს. „საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა განსხვავდება სხვა ქვეყნების გაფართოებული მკურნალობის ხელმისაწვდომობის პროგრამებისგან, სადაც მკურნალობა ძირითადად უტარდებათ პაციენტებს, რომლებმაც იციან თავიანთი HCV სტატუსი და მიმართავენ კლინიკებს, მაშინ, როდესაც საქართველოს პროგრამა ეფუძნება შემთხვევების აქტიურ აღმოჩენას, სხვადასხვა ინტერვენციების საშუალებით. შემთხვევების აქტიური აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო დემონსტრირება არის ინოვაციური პროექტი C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის ინტეგრირებული სკრინინგისა და გამოვლენის შესახებ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მაღალი დონის შეხვედრაზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის მხრივ, საქართველოს მიღწევებს გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა. ჰეპატიტების ელიმინაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „გაეროს მეგობართა ჯგუფი ჰეპატიტების ელიმინაციისთვის“ დაფუძნდა, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის, გაეროს მდგრადი განვითარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციაა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)