|
2022-09-20 12:00:46, 1665 ნახვა
საზოგადოება
თიკოს გადასარჩენად და სიმსივნის დასამარცხებლად, გავერთიანდეთ (ქველმოქმედება)
თიკოს გულშემატკივრებო 1 წელია უკვე თიკოს და ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელია. მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე - სახის პაპილარული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, აგრესიული ფორმის..მოცული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი 15 სექტემბრიდან ვიმყოფებით თურქეთში, მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. შევიცვალეთ კლინიკა მას შემდეგ, რაც საშინელება დაგვმართეს აჯიბადემში(არასწორად გაკეთებული ბიოფსია და ამის შედეგად განვითარებული მწვავე ინფექცია და განმეორებული სიმსივნე) 29 აპრილს, მას შემდეგ რაც განმეორებითი ბიოფსია ჩატარდა ჰაიმორის ღრუდან, განვითარდა უმწვავესი ინფექცია, დაჩირქებულია სახის მარჯვენა წიაღი, ღრძილები, ტემპერატურას ვერ ვაგდებთ და ონკოლოგმა მოითხოვა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. უსხამენ ძლიერ ანტიბიოტიკებს... ისეთი შორსწასული პროცესია, საშიშროებაა ტვინში გადავიდეს ჩირქი პარალელურად დაგეგმილია იმუნოთერაპიის პროცედურები ოქტომბრამდე. ინფექციას თუ არ ვუშველეთ დროულად, ქიმიოთერაპიებს ვერ დავიწყებთ და ამდენი წვალება წყალში ჩაგვეყრება... იმდენ ტკივილს უძლებს ჩემი დაიკო, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენს. სტკივა და მაინც იმედიანადაა, სჯერა თავისი ექიმის, მეც მჯერა რომ შევძლებთ ამ ვერაგის დამარცხებას. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული თიკოს დაავადების მკურნალობა, ჰოსპიტალიზაციის თითოეული დღე... ძალიან მეუხერხულება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. დახმარება გვჭირდება ახლობლების, ნაცნობებისა თუ უცნობების. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, რომ ჩემი თიკო ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ჯერ მხოლოდ 33 წლისაა და ძალიან უყვარს სიცოცხლე. ყოველთვის ენერგიული და სიცოცხლითსავსე იყო. ისევ ისეთი უნდა გახდეს ჩემი დაიკო. კეთილი და გულიანი ადამიანების წყალობით მოვედით აქამდე და მჯერა არ მიგვატოვებთ და ისევ დაგვიდგებით გვერდში. ყველას გიხდით უდიდეს მადლობას. გავაზიაროთ გთხოვთ, არ დაგეზაროთ... 1 ლარიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის#ისევ #ერთად #თიკოსთვის გთხოვთ ყველას თი ბი სი ბანკი #GE42TB7960845064300035 საქართველოს ბანკი #GE21BG0000000527946697 ლიბერთი ბანკი #GE61LB0711132559096000 PayPal: gvantsa_turdziladze@iliauni.edu.ge https://www.gofundme.com/f/help-tinatin?utm_campaign=p_cp+share-sheet&utm_medium=copy_link_all&utm_source=customer მიმღები: გვანცა ტურძილაძე Gvantsa Turdziladze (თიკოს და)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)