19:43 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 13:44:35, 1626 ნახვა

მსოფლიო
ნენსი პელოსი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი,  სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდა.

სომხური მედიის ცნობით,პელოსის ვიზიტი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მიმდინარეობს და ეს ნაბიჯი დასაფასებელია.

„მოგეხსენებათ, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ სომხეთის სასაზღვრო პოზიციებს, არამედ ბევრ დასახლებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. სამწუხაროდ, გვყავს მსხვერპლი“, - განაცხადა სიმონიანმა.

ამასთან, სიმონიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის, რომელიც 14 სექტემბერს აშშ-ის შუამავლობით იქნა მიღწეული.

„როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ კონკრეტულ ქვეყანას, ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ჩვენი ვიზიტი ბრძოლების შემდეგ განხორციელდებოდა. აშშ-ში ვამაყობთ, რომ გარშემორტყმული ვართ პატრიოტი სომხებით, რომლებიც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან. ისინი ჩვენი ძალა და ჩვენი მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან“,- განაცხადა პელოსიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics