|
2022-09-18 11:54:29, 1770 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ
შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაზეც შეიძლება წასვლა. „ეს უბრალოდ დედამიწის განადგურებაა, მისი დასაწყისი. არც კი მესმის, როგორ შეუძლიათ სპეცსამსახურებმა, მსოფლიოს დაზვერვის სამსახურებმა, მსოფლიოს უძლიერესმა ტვინებმა, რომ რუსეთს ამაზე ფიქრის საშუალებაც კი მისცენ. ვფიქრობ, ეს არ მოხდება. თუმცა, ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, მაპატიეთ, იმის შიშით, იმის შიშით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ სახელმწიფოს და მათთან ამიტომ მოლაპარაკება არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაზეც შეიძლება წასვლა. ეს არის ზუსტად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, არ შეიძლება დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც იმუქრებიან ბირთვული იარაღით და საჭიროა მსოფლიოში ასეთი ადამიანების გარეშე ცხოვრებაზე ფიქრი. „სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით იქნას დაბრუნებული. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს. პირთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა, ეს ჩემი მოსაზრებაა. უკრაინა შეძლებს მშვიდად იცხოვროს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“,- დასძინა ზელენსკიმ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)