|
2022-09-16 11:18:34, 930 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მათ სიტყვით მიმართეს და მომხდარი ტრაგედიის გამო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოთქვეს. „ჩვენმა ქვეყანამ ექიმების, მფრინავებისა და მაშველების სახით, დაკარგა ღირსეული მოქალაქეები - ადამიანები, რომლებიც ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და სწორედ ამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპნენ. განუზომელია ეს დანაკლისი როგორც მათი ოჯახების, ისე მთელი ქვეყნისათვის. გუდაურის სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ექიმებმა, მაშველებმა და მფრინავებმა ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას! ეს ადამიანები ჩვენი თანამედროვეობის გმირები არიან!“ - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე კუტიბაშვილი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)