|
2022-09-15 23:13:17, 2912 ნახვა
საზოგადოება
წიგნები veli.store-ზე პატარებისა და დიდებისთვის
წიგნები ყველა ადამიანისთვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აუცილებელი, საჭირო და ამავე დროს, შემეცნებითი ნივთია, საიდანაც უამრავი საინტერესო რამის სწავლაა შესაძლებელი. Veli.store მომხმარებლებს წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კითხვა ძალიან უყვართ. მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და თინეიჯერული წიგნები, ინგლისურენოვანი წიგნები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქსესუარები კითხვისთვის - ესაა ველი სთორის ის მოკლე ჩამონათვალი, რომელსაც ვებ-გვერდზე აღმოაჩენთ. უფრო ღრმად თუ მიმოვიხილავთ წიგნებს, veli.store-ზე მხატვრული ლიტერატურის არაჩვეულებრივი არჩევანია, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე, სამეცნიერო, ფანტასტიკის, დეტექტივის, კომიქსის, პოეზიისა და სხვა საინტერესო ჟანრების მიმართულებით. არამხატვრული ლიტერატურითა და კონკრეტული სფეროებით დაინტერესებულ ადამიანებს ველიზე ბიზნესლიტერატურის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ხელოვნების, კულინარიის და სხვა საინტერესო სფეროების შესახებ უამრავი წიგნის შერჩევა შეუძლიათ. მათ შორის, მაგალითად, ისეთი საინტერესო გამოცემების, როგორებიცაა ქართულენოვანი ჰარვარდ ბიზნეს რევიუს გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის, გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის, ემოციური ინტელექტის, ლიდერობის და სხვა საკითხების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების ინტერესები ასაკის მატებასთან ერთად მუდამ იცვლება, veli.store-ზე საბავშვო წიგნები ასაკის მიხედვითაა დახარისხებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ბუნებრივია უამრავი გასავითარეველი წიგნია წარმოდგენილი, ფერების, ფიგურების, ცხოველების და სხვა აღქმადი ნივთების შესახებ. ამავე დროს, რა თქმა უნდა ველიზე თქვენი პატარას საყვარელ ზღაპრების წიგნსაც აუცილებლად შეარჩევთ. სკოლაში შესვლასთან ერთად, ბავშვები როგორც წესი, საკმაოდ ცნობისმოყვარეები ხდებიან და უამრავი კითხვა უჩნდებათ, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. უამრავი ასეთი უცნაური კითხვის საპასუხოდ და ასევე საინტერესო ფაქტების შესახებ, ცხოველებზე, დინოზავრებზე, ისტორიაზე, გეოგრაფიასა და სხვა საკითხებზე, ველი წიგნების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ველი სთორზე ყველანაირ საკითხავს აღმოაჩენთ. შერჩეულ წიგნებს კი, ველი სთორის კურიერი უსწრაფესად თქვენთან გააჩენს. თბილისსა და მის გარშემო, 13 ლოკაციაზე მათ მიღებას სულ რაღაც 3 საათში შეძლებთ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)