|
2022-09-15 16:17:17, 1105 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტამბულის რეგიონული აეროპორტების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სტამბულში რეგიონული აეროპორტების სამუშო შეხვედრა "Istanbul Regional Airport Workshop" გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროპის 24 რეგიონული აეროპორტი და თურქეთის უმსხვილესი გადამყვანი - Turkish Airlines. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოდან, სტამბულის აეროპორტის (IGA) მოწვევით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) მიიღო. კოპმანიის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტმა სამუშაო შეხვედრაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წარადგინა. ,,სამუშაო შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ვორქშოფი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ სტამბულის აეროპორტის ორგანიზებით მოხდა ევროპის ყველა იმ აეროპორტთან გაცნობითი შეხვედრის დაორგანიზება, სადაც თურქეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ჯერ არ დაფრინავს, თუმცა სამომავლოდ ქსელის გაფართოებას გეგმავს. ჩვენ წარმოვადგინეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენს შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც მგზავრთნაკადის კუთხით, ისე სხვა სიახლეების მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, სადაც ამ ეტაპზე, Turkish Airlines-ი არ დაფრინავს. თუმცა, ამ მიმართულებით სამომავლოდ დაინტერესება თანამშრომლობის კუთხით რეგიონული აეროპორტების სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა. სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდი Turkish Airlines 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. სამომავლოდ ავიაკომპანია მიმართულებების ათვისებას გეგმავს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)