|
2022-09-15 15:32:43, 907 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ერთობლივი ტრენინგი თელავში გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ ბუღალტრების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს - ამჯერად, ბანკისა და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ პარტნიორობით თელავში ტრენინგი ჩატარდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება 16 სექტემბერს, 18:00 საათზე, Holiday Inn Telavi-ში გაიმართება. შეხვედრა ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები. ტრენინგს თეა გორგოძე გაუძღვება, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wCCqPW „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საჭირო და საინტერესო წამოწყებებსა და პროექტებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა „ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან“ ერთად მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ. შეხვედრების სერიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში, კიდევ უფრო მეტ ბუღალტერს მივცეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე ან ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებებზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურ ათვისებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბუღალტრების საქმიანობაზე“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)