|
2022-09-14 11:09:53, 892 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს - რეჯინა პოლაკს, ენდრიუ ბეიკერს და ისმაილ ჰაკი მუსას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები - ტატიანა პერიჩი და მიკოლაი ვჟეჩენკოვსკი, აგრეთვე, ეუთოს პოლონეთის თავმჯდომარეობის სპეციალური მრჩეველი - ევა საპიეზინსკა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას. შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ტოლერანტობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების შეფასება. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)