|
2022-09-13 18:09:23, 1160 ნახვა
საზოგადოება
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა. ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა, ამ სერვისით, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ. პროგრამის მიხედვით, 18 წლამდე პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის, მომსახურება 100%-ით ფინანსდება. შესაბამისად, მათ არანაირი დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა 90%-ით უნაზღაურდებათ საპენსიო ასაკის მოსახლეობას, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის მონაწილე სხვა ბენეფიციარებს კი - 70%-ით. როგორც მედიასთან შეხვედრისას, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ეკა ადამიამ აღნიშნა, ისინი, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ თანადაფინანსების კონკრეტულ წილს გადაიხდიან და ნებისმიერი სხვა დამატებითი გადასახადისგან თავისუფალია. „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კლინიკებმა, პაციენტებს, გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისას, მიღებული დაფინანსების გარდა, დამატებითი თანხები გადაახდევინეს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, მოქალაქეების ინფორმირება. „თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, გთხოვთ, მოგვმართოთ ჯანდაცვის სამინისტროში. რეგულირების სააგენტო აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაჯარიმდება დაწესებულება, განმეორების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის საკითხიც დადგეს“, - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა. თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს - კათეტერიზაცია და ქირურგია. პირველის შემთხვევაში ოპერაციების ღირებულება 2065-დან 10406 - ლარამდეა, მეორე შემთხვევაში კი - 7331-დან – 47720-ლარამდე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ, უკვე ჩატარდა 125 თანდაყოლილი გულის მანკების გეგმური თუ გადაუდებელი ოპერაცია. მათში, ჯამურად, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)