17:25 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 13:26:25, 1780 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი ზელენსკის - კიევის ახლანდელი „ულტიმატუმები“ ბავშვური მოთელვაა

ახლანდელი „ულტიმატუმები“ არის ბავშვური მოთელვა,- ამის შესახებ რუსეთისუშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების სურვილს ვერ ხედავს. შესაბამისად, ამ პროცესის განახლებას გამორიცხავს. 

მისივე თქმით, რუსეთის შემდეგი მოთხოვნა უკრაინის სრული კაპიტულაცია იქნება.  

„ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი "ულტიმატუმები" არის ბავშვური მოთელვა მომავლის მოთხოვნებისთვის. მან იცის ეს: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობები”,- წერს მედვედევი.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თებერვლის ბოლოს დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინა უარს ამბობს საკუთარ წინადადებებზე და აფერხებს აღნიშნულ პროცესს. 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს მოლაპარაკებებზე, მაგრამ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებს კიევი პროცესს, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics