|
2022-09-12 12:22:03, 1919 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ბრძოლის ველზე კიდევ მცირე წარმატება გვჭირდება, რათა რუსები მორალურად საბოლოოდ გატყდნენ და გაიქცნენ
ბრძოლის ველზე კიდევ მცირე წარმატება გვჭირდება რათა რუსები მორალურად საბოლოოდ გატყდნენ და გაიქცნენ,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული და უკრაინული არმია ერთმანეთისგან მხოლოდ სიდიდით განსხვავდებოდა. „მსოფლიოში ჩვენი ძალებისა და გამარჯვების არავის სჯეროდა. ამბობდნენ, რომ მალე დავმარცხდებოდით. უკრაინას ყოველთვის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნად მიიჩნევდნენ. არ გვაღიარებდნენ. ჩვენს არმიასაც საბჭოთა სტანდარტების არმიად აცხადებდნენ. ამბობდნენ, რომ რუსული და უკრაინული არმია ერთმანეთისგან მხოლოდ სიდიდით განსხვავდებოდა. რუსებს ეგონათ რომ 3 კვირაში კიევში აღლუმს გამართავდნენ და ხალხი ყვავილებით შეხვდებოდნენ. წარმოიდგინეთ რომ უკრაინაში საბრძოლველად ჩამოვიდნენ ის რუსი სამხედროები რომლებსაც უნიტაზი, სარეცხი მანქანა, ელექტრო მადუღარა და სხვა ტექნიკა თვალით არ უნახავთ. უნიტაზიდან სვამდნენ წყალს. სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ. სვამდნენ, ძარცვავდნენ, კლავდნენ და ქალებს აუპატიურებდნენ. როდესაც მათი განადგურება დავიწყეთ, გაუკვირდათ ! ვერ გაეგოთ რატომ ვანადგურებდით.. რუსებს მორალი არ გააჩნიათ. განსხვავებული ვითარებაა უკრაინულ არმიაში. ჩვენ ვიცავთ სამშობლოს და საკუთარ მიწას. ჩვენ მაღალი მორალი გვაქვს. უნდა ვიარსებოთ როგორც ქვეყანა და ერი. ბრძოლის ველზე კიდევ მცირე წარმატება გვჭირდება რათა რუსები მორალურად საბოლოოდ გატყდნენ და გაიქცნენ. პირობას გაძლევთ ისინი გაიქცევიან. ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალები და ტექნიკა აღარ აქვთ. მომარაგებასაც ვერ ახერხებენ რადგან ვანადგურებთ",- განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)