|
2022-09-07 17:50:19, 1438 ნახვა
საზოგადოება
ბატიაშვილი - ალბანეთში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე საქართველოში ცხოვრობდა
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი წერს, რომ ალბანეთში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქალი, საქართველოში ცხოვრობდა. ბატიაშვილის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი საქართველოს სხვადასხვა ქალაქს „ტურისტული“ მიზნით სტუმრობდა. "გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალბანეთში სამხედრო ბაზაზე შეპარული რუსები რომ დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით? საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს.( შეგიძლიათ იხილოთ აქ - მანდვე დევს ინფორმაცია მისი ალბანეთში დაკავების შესახებ, სადაც იხვეწება მიშველეთო), ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი "ტურისტი" საქართველოში. რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც. ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ,"- წერს ბატიაშვილი. ცნონისთვის,21 აგვისტოს ალბანეთში სამხედრო ქარხანაში შეჭრის მცდელობისას რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე 21 აგვისტოს დააკავეს.დაკავებული სამი პირი - 24 წლის რუსი კაცი, 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი კაცი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)