2022-09-06 17:05:34, 1771 ნახვა
მსოფლიო
დედოფალმა ელიზაბედმა ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა
ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, თანამდებობაზე დასანიშნად ის შოტლანდიაში ბალმორალის სამკვიდროში დედოფალ ელიზაბედ II-თან აუდიენციისთვის ჩავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მონარქმა ტრასს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა.
მათივე ცნობით, ცერემონიის შემდეგ ტრასი დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში დაბრუნდება და ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოსახლეობას მიმართავს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მთავრობის წევრებს დღესვე შეარჩევს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბალმორალის ციხესიმაგრეში ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყნის დედოფალს გადადგომის წინადადებით მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,