22:25 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 18:07:12, 2153 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა კიდევ 25 ამერიკელს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, მათ შორის არიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეების სია, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთში შესვლა 25 ადამიანით გაიზარდა, მათ შორის არიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი.

რუსეთის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პასუხი „ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მუდმივად მზარდ სანქციებზე “.

„ამერიკული ხელისუფლების მტრული ქმედებები, რომლებიც აგრძელებენ რუსოფობიურ კურსს, ანადგურებენ ორმხრივ კავშირებს და აძლიერებენ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებას, კვლავაც მკაცრად უარყოფილი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

პენისა და სტილერის გარდა, შავ სიაში მოხვდნენ ამერიკელი კონგრესმენები, ბიზნესის და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics