|
2022-09-05 12:41:01, 978 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, ღირებულების 35% შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობას მოხმარდა. „ჩვენი გამაჯანსაღებელი კომპლექსი საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა, ის განთავსებულია წყალტუბოს პარკის ტერიტორიაზე, სიმწვანეში და მოიცავს სასტუმროს „პარკ ჰოტელ წყალტუბო“-ს, რესტორან „მაგნოლია“-ს და ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ „ბი ჰელსი“-ს. სასტუმროში 45 ნომერია და მომხმარებელს სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის სერვისებს ვთავაზობთ. ესენია: მინერალური წყლის აბაზანა, ექიმთან კონსულტაცია, წყალქვეშა მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბალნეოლოგიური და კოსმეტოლოგიური პროცედურები, სამკურნალო მასაჟი. წყალტუბოს თერმულ-რადონური მინერალური წყალი ჯამში სამოცამდე დაავადებას კურნავს. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წყლის ნებისმიერ დროს +35-33 გრადუსია. პროცედურა მუდმივად გამდინარე წყალში მიმდინარეობს, რომლის დროსაც პაციენტი ორგანიზმში 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას განიცდის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტს. ასევე, ჩვენთან მოსულ სტუმარს უმაღლესი კლასის სარესტორნო მომსახურებით, ღია ბარით და ტერასით სარგებლობაც შეუძლია. კომპლექსში 150-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი სასტუმროს კიდევ უფრო კეთილმოწყობას და აუზის გაკეთებას ვგეგმავთ“, - განმარტა სასტუმროს დამფუძნებელმა, ნატა კაკაბაძემ. ინფორმაციისთვის, რედონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას. ასევე, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)