|
2022-09-03 12:47:28, 2868 ნახვა
ომი უკრაინაში
გუდკოვი - პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის გამარჯვების
პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის გამარჯვების. - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გენადი გუდკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინის ახლო გარემოცვას ქონების დაკარგვის ეშინია. "მათ რომ რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მათ ხომ არანაირი შემაკავებელი ფაქტორები არა აქვთ. არც მორალური, არც ადამიანური, არც თანაგრძნობა და არც სინდისი. ეს არის ხალხი, რომელმაც ამოწურა ყველანაირი რესურსი და ეს მშვენივრად იციან. უბრალოდ ახლა მატვიენკოს და სხვებს სურთ, პუტინს და მის გარემოცვას შეახსენონ, რომ მათთან ერთად არიან და ერთგულებას ინარჩუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ წაართმევენ იმ მილიარდებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იშოვეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)