|
2022-09-02 15:05:42, 968 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გვინდა, 19 სექტემბრისთვის მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა, ამჟამად, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ფაქტობრივად, დასრულებულია. „მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფაქტობრივად, მთლიანად გამოცვლილია. კონკრეტული ადგილებია, სადაც დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შეფუთვა მიმდინარეობს, რათა წვიმის დროს გადასასვლელს პრობლემები არ შეექმნას. გვინდა, 19 სექტემბრისთვის არსებული მონაკვეთი ქვედა ფენებში მოექცეს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში, რათა გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე ჩაიკეტება და სამუშაოები დაიწყება გზის იმ ნაწილზე, სადაც ამჟამად ავტოსაგზაო მოძრაობაა. ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებით, გამწვანებით, განათებით. დარწმუნებული ვარ, როდესაც მთლიანად დავამთავრებთ სამუშაოებს, ძალიან ეფექტური გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება. მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მერთან ერთად, მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)