|
2022-08-31 13:38:15, 1176 ნახვა
მსოფლიო
ნიკოპოლის სამხედრო ადმინისტრაცია - რუსეთმა ენერგოდარი IAEA-ს ჯგუფის ვიზიტამდე პროვიკაციის მიზნით დაბომბა
რუსეთმა დღეს ცეცხლი გაუხსნა ენერგოდარს, სადაც IAEA-ს მისია უნდა ჩავიდეს, დაზიანდა ენერგოდარის საკრებულოს შენობა,- ამის შესახებ ნიკოპოლის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ევტუშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, დაბომბვის მიზანია IAEA-სთვის შესაბამისი სურათის შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლებიც მისიის წარმომადგენლებს აცნობებენ ნიკოპოლიდან ქალაქის სავარაუდო დაბომბვას. „გახსოვს შორტებში ჯვარცმული ბიჭი? ეს იგივე, მხოლოდ ახლა ცდილობენ ენერგოდარის მოსახლეობას „ტრუსები“ ჩააცვან. პროვოკაციებით შექმნილი ვითარება სახიფათოა, რადგან ნებისმიერ მომენტში რუსებს შეუძლიათ ჰაუბიცების შემობრუნება ჩვენს მიმართულებით. იყავით ფრთხილად და, თუ ეს შესაძლებელია, მოერიდეთ ღია დარბაზებს”,- წერს ევტუშენკო. ცნობისთვის, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში გუშინ ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ. სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები. ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე. დღეს, 31 აგვისტოს კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა, სადაც უნდა შეაფასოს სიტუაცია და შექმნას მუდმივი მისია. ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ მისიას სამუშაოდ 1 დღე აძლევენ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)