|
2022-08-31 11:02:33, 1465 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული, ფერმერ ალექსანდრე გუგუტიშვილის ვაშლის ბაღი დაათვალიერა. „ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რითაც მეხილეობის განვითარებას ვუწყობთ ხელს; შენდება ახალი ინტენსიური ბაღები, რაც ნიშნავს, რომ გვექნება ხარისხიანი მოსავალი. ხარისხიანი მოსავლის რეალიზაცია კი, შესაბამისად, მაღალ ფასებში განხორციელდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ადგილობრივმა ფერმერმა, ალექსანდრე გუგუტიშვილმა, 2021 წელს, 0.5 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის თანადაფინანსება 5,519 ლარი მიიღო. ფერმერმა, 2020-2021 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტითაც ისარგებლა, რომლის ფარგლებში, ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, სესხის პროცენტის თანადაფინანსება 11%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსებულია 461 ჰექტარზე, სახელმწიფო თანადაფინანსება 4,6 მლნ ლარს აღემატება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)