|
2022-08-27 11:36:45, 1487 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდია წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. ქართული კომპანიები დამთვალიერებელს მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტს აცნობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრნენ. „კონგრესი APIMONDIA 2022 არის მეცნიერების, პრაქტიკის, ბიზნესის შეჯერება. ქართველ მწარმოებლებს ამ გამოფენა-კონგრესში მონაწილეობით საშუალება მიეცათა, არამარტო გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, არამედ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და ახალ მიმართულებებს მეფუტკრეობის სექტორში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წაახალისოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მეფუტკრეობა, არის შედეგიანი და წარმატებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. გამოფენაზე APIMONDIA 2022 საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს თაფლის მწარმოებელ 8 კომპანიას: შპს „რუხი დედოფალი“, შპს „ჯეონატურალი“, შპს „აპიგეო“, შპს „თაფლი სახლში“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სკა“, შპს „სკა-კოდალა“, შპს „KTW აგრო-ქედა“. აღნიშნული კომპანიები გამოფენის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლს, მათ შორის ჯარას თაფლს აცნობენ. APIMONDIA 2022-ში მონაწილე კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტოს დასრულდება.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)