|
2022-08-24 11:29:59, 1038 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - Routes Air Asia-ზე აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობამ საქართველოს ბაზარზე Thai AirAsia X -ის დაბრუნებას შეუწყო ხელი
საქართველო იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ოქტომბრიდან, პანდემიის შემდეგ ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X-ი ფრენებს განაახლებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან პანდემიის შემდეგ, პირველი პირისპირ შეხვედრა საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე გამართა, შემდეგ კი არაერთი მოლაპარაკება თბილისის მიმართულებით ბანგკოკიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში გამართა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, საავიაციო ფორუმებში აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობა საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ახალი მიმართულებების დაწყებას უწყობს ხელს. ,,საწყის ეტაპზე, Thai AirAsia X ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის მსგავსად პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. თუმცა, გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და მოლოდინი, რომ ფრენები რეგულარული ხასიათის გახდეს, 2022 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდეს და ავიაკომპანიამ ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე მთელი წლის განმავლობაში იფრინოს. ტაილანდური ავიაკომპანიის დაბრუნება ჩვენს ბაზარზე არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში, სადაც საშუალება გვაქვს პირისპირ შევხვდეთ ავიაკომპანიებს, წარვადგინოთ ჩვენი აეროპორტები და ავიაკომპანიებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. პანდემიის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით 8 ოქტომბერს შესრულდება. ამ ეტაპზე, Thai AirAsia X 29 ოქტომბრამდე (ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე) კვირაში 2 სიხშირით იფრენს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)