|
2022-08-23 17:11:32, 1225 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - რუსეთმა ყირიმში უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა მოახდინა, რაც იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობაა
რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა 24 თებერვალს, ის დაიწყო 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით და ეს იყო თქვენი ხალხისადმი და თქვენი ქვეყნისადმი რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დასაწყისი,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიშელის თქმით, ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნამ მოახდინა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა და სასტიკი შედეგები მოუტანა. „ყირიმი უკრაინაა და დავიწყებ მკაფიო გზავნილით, ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა 24 თებერვალს, ის დაიწყო 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით და ეს იყო თქვენი ხალხისადმი და თქვენი ქვეყნისადმი რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დასაწყისი. რუსეთმა ყირიმი გამოიყენა უკრაინის სხვა ნაწილებიდან მარცვლეულის მოსაპარად. ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნამ მოახდინა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა და ვხედავთ ამის სასტიკ შედეგებს, უკრაინის ეკონომიკის დაზიანება და გლობალური სურსათის უსაფრთხოების კრიზისი, განსაკუთრებულად დაუცველ ქვეყნებში. ვიტყვი მკაფიოდ, ეს არის კრემლის მიერ წინასწარგანზრახულად და ცინიკურად იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობა. ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უწყვეტი დაბომბვის გამო. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საერთაშორისო ექსპერტებს დაშვების უფლება და მხარი დაუჭიროს დემილიტარიზებული ზონის შექმნას სადგურის გარშემო“,- განაცხადა მიშელმა. მისივე თქმით, რუსეთმა ყირიმი გამოიყენა, რათა შეჭრილიყო უკრაინაში სამხრეთიდან და ასევე იყენებს ტრანზიტულ პუნქტად, რათა გადაიყვანოს უკრაინელები ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც გავრცელებული ცნობით, წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტები ფიქსირდება. „რუსეთმა ყირიმი გამოიყენა უკრაინის სხვა ნაწილებიდან მარცვლეულის მოსაპარად. ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნამ მოახდინა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა და ვხედავთ ამის სასტიკ შედეგებს, უკრაინის ეკონომიკის დაზიანება და გლობალური სურსათის უსაფრთხოების კრიზისი, განსაკუთრებულად დაუცველ ქვეყნებში. ვიტყვი მკაფიოდ, ეს არის კრემლის მიერ წინასწარგანზრახულად და ცინიკურად იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობა. ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უწყვეტი დაბომბვის გამო. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საერთაშორისო ექსპერტებს დაშვების უფლება და მხარი დაუჭიროს დემილიტარიზებული ზონის შექმნას სადგურის გარშემო“,- განაცხადა მიშელმა. გარდა ამისა, მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას 2014 წლიდან. „ჩვენ ვგმობთ ამ ომს და მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები. ასევე, მხარს ვუჭერთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან სამხედრო დანაშაულების გამოძიებას. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ჰუმანიტარულ, მაკროფინანსურ, ლტოლვილთა საკითხებში და უპრეცედენტო სამხედრო დახმარებით“,- დასძინა მიშელმა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)