|
2022-08-23 10:40:43, 883 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მათ ცეცხლის გავრცელების არეალი უშუალოდ დაათვალიერეს და საგანგებო შტაბის წევრებისგან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით მან გუშინ ადგილზე მოინახულა სტიქიის ზონა სამომავლო რისკების შეფასების მიზნით, თუ რამდენად საჭირო იყო თავდაცვის ძალების ჩართვა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მისივე თქმით, ამჟამად დასახლებულ პუნქტებში ცეცხლის გავრცელების რისკი აღარ არსებობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ამჟამად, სტიქიის ზონაში საქართველოს თავდაცვის ძალები პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)