01:53 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 11:37:18, 1667 ნახვა

მსოფლიო
რიაბკოვი - NATO-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ ჩვენი „წითელი ხაზები“ უკიდურესად სახიფათოა

NATO-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ ჩვენი „წითელი ხაზები“ უკიდურესად სახიფათოა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული. შესაბამისად ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის პოსტულატი.

„NATO-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ ჩვენი „წითელი ხაზები“ და ჩაერთონ უკრაინაში რუსეთთან წინააღმდეგობაში, პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაბალანსების მეშვეობით, უკიდურესად სახიფათოა. ცხადია, ეს მოიცავს მომავალ სამხედრო ესკალაციას, ბირთვული სახელმწიფოების შეტაკების სახით, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვება”,- განაცხადა რიაბკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics