01:53 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 15:18:52, 1347 ნახვა

მსოფლიო
შოიგუ - ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის მოქალაქეებს EU-ს ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს

ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

შოიგუს თქმით,, ბალტიის ქვეყნები  უგულებელყოფენ მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას, როდესაც ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს. ესტონეთსა და ლატვიაში ომის დამნაშავეებს ძეგლებს უდგამენ. ლიეტუვის ქალაქების ქუჩებში ღიად ისმის ნაცისტური ლოზუნგები და მოწოდებები",- განაცხადა შოიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც 30-31 აგვისტოს პრაღაში გაიმართება, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics