|
2022-08-02 10:48:07, 1820 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს გაუგზავნის
შეერთებული შტატები უკრაინას 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს გაუგზავნის. მათ შორის სარაკეტო და საარტილერიო იარაღს. ახალი 550 მილიონი დოლარის პაკეტი „მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის, სხვაგვარად ცნობილი როგორც HIMARS, ისევე როგორც საბრძოლო მასალას“ განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. "უკრაინას უსაფრთხოების დახმარება გრძელდება, ამჯერად 550 მილიონი დოლარის პაკეტის სახით, ათიათასობით საარტილერიო საბრძოლო მასალის ჩათვლით. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას უკრაინას მივაწოდოთ ის შესაძლებლობები, რაც მას სჭირდება სამშობლოს დასაცავად,"- აცხადებს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯ. ოსტინ III დახმარება მოიცავს 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის 75 000 ვაზნას, ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. „საბრძოლო ველზე მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინას ძირითადი შესაძლებლობები“, - ნათქვამია განცხადებაში. პენტაგონის ცნობით, ამით ამერიკის დახმარების ჯამური რაოდენობა 8,8 მილიარდ დოლარს აღემატება. ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გამოყოფილი დახმარება მოიცავდა კონტრსაარტილერიო რადარებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებს, ჭურვებს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას. 'ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი არის კიდევ ერთი ინვესტიცია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებაში. ჩვენი არტილერისტები მზად არიან ღამე დღედ აქციონ, რათა განდევნონ რუსი დამპყრობლები უკრაინიდან',- წერს უკრაინის პრემიერი ოლექსიი რეზნიკოვი,
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)