23:17 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-31 16:36:08, 1911 ნახვა

სამართალი
მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

საქმეზე დაკავებული 8 პირიდან გამოძიება ერთს, დავით ჯიჯეიშვილს განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება, 5-ს წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორ პირს ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics