|
2022-07-31 11:39:26, 1581 ნახვა
სამართალი
პროკურორი მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე - კონფლიქტი მხრის გაკვრის გამო დაიწყო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი იწყება. დღეს სასამართლო 8 დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე რვავე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. " ამ კატგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას უმკაცრესი პოლიტიკა აქვს.მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ბრალდებულებს, მოგეხსენებათ ერთ-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული, ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი. რვავე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას. სხვა ღონისძიების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს", - განაცხადა პროკურორმა. გამოძიების ინფორმაციით, დაბადებისდღის წვეულებაზე კონფლიქტი უმნიშვნელო ნიადაგზე დაიწყო. "კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის. პირველი კონფლიქტის მონაწილეები, ყველა ის პირი ვინც გამოვლინდა და გამოიკვეთა, რომ მიიღეს მონაწილეობა ხულიგნობაში, ეს არის ხულიგნობა, იმიტომ რომ იქ უამრავი ადამიანი იყო და ამის მიუხედავად, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ყველა ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც მიცემულია პასუხისგებაში", - განაცხადა ყაზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)