|
2022-07-29 13:42:01, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, რუსეთი ახალ სამხედრო შენაერთს ქმნის
უკრაინის დაზვერვის ცნობით, საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, რუსეთი ახალ სამხედრო შენაერთს ქმნის. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რუსეთმა ვერ განახორციელა ფარული მობილიზაციისა და მოხალისეთა ბატალიონის შექმნის გეგმა. „დადასტურებული მონაცემებით, ივლისის შუა რიცხვებამდე ჩამოყალიბდა 8 ბატალიონი. რუსეთისთვის ეს საკმარისი არ არის. ამ ბატალიონებში ისეთი ადამიანები შეიყვანეს, რომლებიც არცერთ სამხედრო კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ, საომარი მოქმედებების განსახორციელებლად, რუსეთმა გადაწყვიტა შეექმნა მესამე ცალკე არმიის კორპუსი, რომელიც ამჟამად ფორმირდება დასავლეთის სამხედრო ოლქში"- გაბაცხადა სკიბცკიმ. სკიბიცკიიმ ასებე ისაუბრა რუსეთის სამხედრო ეშელონებში არსებული პრობლემების შეახებ.მისი ინფორმაციით, რუსეთის არმიის უმაღლესი სამეთაურო ეშელონების წარმომადგენლები გაათავისუფლეს თებერვალსა და მარტში უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით დასახული ამოცანის შეუსრულებლობის გამო. „ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა იღებს სხვადასხვა წყაროდან, კერძოდ, რადიოშეტყობინებებიდან, ვხედავთ, რომ ოფიცრების დეფიციტი უბრალოდ კატასტროფულია. საუბარში ამბობენ, რომ დანაყოფებში ოფიცრები ან საერთოდ არ არიან და თუ არიან, არავინ იცნობს მათ. და ჩვენ ამ პრობლემას ვხედავთ იმავე მესამე არმიის კორპუსის და სხვა დანაყოფების ფორმირებაში, რომელსაც რუსეთი აყალიბებს. ქვედა რგოლებში ქვედა დონის მეთაურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ისინი იძულებულნი არიან უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭონ სერჟანტთა წოდებებს“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა. როგორც Ukrinform იტყობინება, უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსები უარს ამბობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებების გაფორმებაზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)