|
2022-07-25 15:39:40, 1149 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - არახამია ყველა წითელ ხაზს გადასცდა, მისი ამოცანაა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დანგრევა
არახამია იჩემებს, რომ ქართული სულისა და ქართული ენერგეტიკის მატარებელი ადამიანია, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არათუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არახამია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი, სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. „აკურატულად“ რომ ვილაპარაკოთ, სანქციები აღარ იქნებაო? – დავით არახამია იჩემებს, რომ ქართული სულისა და ქართული ენერგეტიკის მატარებელი ადამიანია, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არათუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს. საქართველო უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდით ედგა და რესურსების მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, არახამია კი, ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ჰქვია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და უკრაინის ინტერესები. არახამია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი, სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება, ის იმ ფორმატშია მოქცეული, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს. ის არის მისი ნაწილი და მოქმედებს ქართულ-უკრაინული ინტერესების საწინააღმდეგოდ. არახამიას მოკავშირე პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო და დღესაც ეს ოკუპაცია გრძელდება. მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჰქონოდა ხელში ჩაგდებული. თუ არახამია მათთან თანამშრომლობით ბაქიბუქობს, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებს იმ სტრატეგიასა და პრორუსულ პოლიტიკას, რაც „ნაცმოძრაობას“ აქვს. არახამია უკვე ყველა წითელ ხაზს გადასცდა. მისი ამოცანაა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების იმდენად დანგრევა, რომ იქნებ, მომავალში ჩვენი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამშრომლობა არათუ არ განვითარდეს, არამედ საწყისიც არ ჰქონდეს. არახამია მხოლოდ ერთადერთი არ არის, იგივე განცხადებები აქვთ ადამინისტრაციასთან დაახლოებულ ბევრ პირს და ასეთი ცოდვა აქვს ზელენსკისაც დაშვებული, როდესაც მან ქართველი ხალხი, მთავრობა ერთმანეთისგან გამიჯნა და ხალხს მინიშნებით დაპირისპირებისკენ მოუწოდა იმ მიტინგზე ჩართვისას, სადაც სახელმწიფო გადატრიალების თემის გარშემო იმართებოდა. ახლახან სრულიად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც საქართველოში უკრაინის წარმომადგენელმა გააკეთა, რომ საქართველომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. პირდაპირ იყო მინიშნება, რომ ეს დახმარება საომარ მოქმედებებში უნდა გადავიდეს, თუმცა ზუსტად იცის, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები სარგებლობენ მრავალმილიონიანი დახმარებით, ჩვენი მხარდაჭერით. არც ერთი პოლიტიკური დონე არ დარჩა, სადაც საქართველომ უკრაინის მიმართ აშკარა მხარდაჭერა არ გამოხატა იმ პირობებში, როცა საქართველოს რუსეთის მიმართ აქვს დაპირისპირება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების დონეზე”,- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა „აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე”. არახამიას თქმითვე, ახლა სითამამით პოლიტიკური ლიდერები გამოირჩევიან, რომლებიც აკონტროლებენ მედიას, ციხეში სვამენ ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობს, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება.
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)