23:00 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 18:43:45, 1030 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ჰარცელზე - არ იზიარებს, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა

ათასი არგუმენტი არსებობს იმის, რითიც შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი,- ასე აფასებს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი, საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის მოღვაწობას საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

   ვიცესპიკერმა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადება, სადაც ის ამბობს: „ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან“.

ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან არავინ დაუშვებს დასავლური კურსიდან გადახვევას.

"„ქართული ოცნება“ რომ არა, არც მოსახლეობის 85 პროცენტი ეყოლებოდა მხარდამჭერი ევროინტეგრაციას, რადგან ხელისუფლება გადმოვიბარეთ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც რეალურად, ადამიანებს კლავდა, მათ ღირსებას და ქონებას ართმევდა, „ჰარცელს რაც შეეხება, ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში ვითარდება. ათასი არგუმენტი არსებობს იმის, რითიც შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა,"- აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics