|
2022-07-22 15:00:07, 1488 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - დასავლური იარაღი ადრე რომ მიგვეღო, ლუგანსკის ოკუპაციას თავიდან ავირიდებდით
ლუგანსკის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი, ვარაუდობს, რომ თეორიულად, უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ლუგანსკის რეგიონის ოკუპაცია, ერთი- ორი კვირით ადრე რომ მიეღო დასავლური იარაღი. Himars- ის მიღებასთან ერთად , უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რუსი დამპყრობლების მრავალი საწყობის და უზარმაზარი არტილერიის განადგურება,- აცხადებს ლუგანსკის გუბერნატორი UNIAN-თან ინტერვიუში. "იარაღები ადრე რომ ჩამოსულიყო, მაშინ, პრინციპში, შეგვეძლო სევეროდონეცკის დაბრუნებაც კი. პრობლემა ის არის, რომ რუსებს აქვთ საბჭოთა არტილერიის უზარმაზარი რაოდენობა. დიახ, რუსეთი არის ჟანგიანი, მოძველებული და პრეტენზიული. მაგრამ 10 ძველი ტანკი არის ჯერ კიდევ 10 ტანკია ბრძოლის ველზე. მათ ჰყავთ ბევრი ხალხი და აღჭურვილობა. მათ აქვთ მთელი ქალაქები არტილერიის ჭურვებით "შევსებული", - თქვა გაიდაიმ. საწყობებთან დაკავშირებით გაიდაიმ აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა, თითქოს დონბასში მყოფი სამხედროები უკრაინულ საწყობებს თავს ესხმიან დაიარაღს იპარავენ „სრული სისულელეა.“ "ეს სრული სისულელეა. ეს ყველაფერი რუსეთიდან ჩამოაქვთ. ხომ გახსოვთ "ჰუმანიტარული კოლონები" 8 წლის განმავლობაში? სწორედ ჭურვები ჩამოიტანეს მაშინ რუსებმა", - განაცხადა გაიდაიმ. გაიდაიმ აღნიშნა, რომ საწყობების აფეთქების შედეგად რუსული ჯარების შეტევა 100%-ით შენელებულია. "მათ ეშინიათ Himars-ის რადგან ეს იარაღი დიდ მანძილზე ხვდება სამიზნეებს. რუსებისთვის ეს პრობლემაა. ამიტომ ამბობენ, რომ აგზავნიან სპეცრაზმს მათ გასანადგურებლად", - განაცხადა მან. Forbes-ის ცნობით, კონტრშეტევის დასაწყებად, უკრაინას სჭირდება ყველა დაგეგმილი ჯავშანტექნიკის მიღება და ძალების კოორდინაცია. სავარაუდოდ, თავად კონტრშეტევა აგვისტოში მოხდება. გამოცემამ აღნიშნა, რომ მომავალი კვირები შეიძლება გახდეს გარდამტეხი წერტილი ფრონტზე, ხოლო ომის მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ივლის-აგვისტოს თვეში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)