05:44 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 12:51:02, 843 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების სია კიდევ გააფართოვა

რუსეთის მთავრობამ გააფართოვა  იმ ქვეყნების სია, რომლებიც საზღვარგარეთ „არამეგობრულ ქმედებებს ჩადიან რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ“.

როგორც რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სიაში მოხვდნენ საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.

ახლა ამ ქვეყნებს ექვემდებარება შეზღუდვები დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო ოფისებში პერსონალის დაქირავებაზე.

საბერძნეთს აქვს 34 ადამიანის ლიმიტი, რომლებთანაც დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო ოფისებს შეუძლიათ დადოს შრომითი ხელშეკრულებები, დანიას - 20 ადამიანი, სლოვაკეთი - 16. სლოვენია და ხორვატია ვერ შეძლებენ თანამშრომლების დაქირავებას დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო ოფისებში.

რუსეთის მთავრობა სხვა ქვეყნებს აფრთხილებს, რომ სიის გაფართოება კიდევ შეიძლება. 

„[სია] არ არის საბოლოო და, უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შეიძლება გაფართოვდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისის მდგომარეობით სიაში უკვე 50-ზე მეტი სახელმწიფოა. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ჩათვლით, აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია და უკრაინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics