|
2022-07-18 22:00:58, 1693 ნახვა
ომი უკრაინაში
სმირნოვი - ვენედიქტოვა და ბაკანოვი არ გაუთავისუფლებიათ, დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება
ვენედიქტოვა და ბაკანოვი არ გაუთავისუფლებიათ, დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრიი სმირნოვმა. მისივე თქმით, ჩატარდება მოკვლევა, რომლის შედეგების საფუძველზე პრეზიდენტი გადაწყვეტს, პარლამენტს წარუდგინოს წინადადება გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. "ამ ორი თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ არ არის. საუბარია იმაზე, რომ გენერალური პროკურორი მოხსნილია ვალდებულებიდან, ხოლო უშიშროების უფროსი დროებით მოხსნილია მოვალეობის შესრულებიდან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)