|
2022-07-14 21:21:55, 1074 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები და ამ ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, შეხვედრაზე, პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის გზებზე. გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. „პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საჯარო ურთიერთობების მდივანი არის გენერალური პროკურორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას, უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების თაობაზე.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)