07:21 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-10 18:00:21, 1481 ნახვა

მსოფლიო
მედია - გერმანია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას ბლოკავს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდერი უკრაინისთვის ევროკავშირიდან 9 მილიარდ ევროს ფინანსურ ტრანშსს ბლოკავს, ჯერჯერობით ოფიციალური პირი მხოლოდ 1 მილიარდ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Corriere della Sera საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი ეწინააღმდეგება უკრაინაში თანხების გამოყოფას საერთო ევროპული ვალის მეშვეობით, როგორც ეს იყო COVID-19 პანდემიის დროს. ამასთან, ქვეყნის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბიუჯეტის ყოველთვიური დანაკლისი 5 მილიარდი დოლარია, ეს თანხები პარტნიორებისგან იყო მოთხოვნილი.

ლინდერი თავის პოზიციას იმით ამტკიცებს, რომ სექტემბერში უკრაინა რისკავს არ გადაიხადოს თავისი საგარეო ვალის 900 მილიონი ევრო. გამოცემის ჟურნალისტების თქმით, ტრანშის დაგვიანება შეიძლება იყოს გერმანიაში უკრაინის ელჩის , ანდრეი მელნიკის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი. 

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გაზაფხულზე კიევს 9 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტის გაგზავნა შესთავაზა. შემდეგ ტრანში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს.

ფული შესთავაზეს უკრაინას სესხის სახით 25 წლის ვადით და უპროცენტოდ იმ სახსრებიდან, რომელსაც ევროკომისია აგროვებდა ბაზარზე სავალო ობლიგაციების ევროპული ქვეყნების გარანტიებით გამოშვებით.

ევროპული დახმარების პირველი ტრანში 1 მილიარდი ევროს ოდენობით ევროპარლამენტმა 7 ივლისს დაამტკიცა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics