|
2022-07-08 11:44:19, 813 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში ქერი ფაულერს შეხვდა. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც მხარდაჭერილ პროგრამებსა და პროექტებში გამოიხატება. განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისათვის აშშ-ის მხრიდან გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ უმნიშვნელოვანესი შედეგები მოიტანა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, სასურსათო უსაფრთხოება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ხარისხიანი სათესლე მასალა, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის გადაცემა ფერმერთათვის. ამ მხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. როგორც ქერი ფაულერსმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს დარგის განვითარების მიმართულებით და გამოწვევების დაძლევის კუთხით საქართველოს მხარდაჭერას. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის არა მარტო უახლოეს პერსპექტივებზე ვისაუბროთ, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილოთ საკითხი, რაც გულისხმობს, როგორც ექსპერტული კუთხით, ისე ტექნიკური საშუალებებით აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)