|
2022-07-07 16:31:25, 1331 ნახვა
მსოფლიო
მოვლენების ქრონოლოგია ბრიტანეთში - რა მოხდება ახლა, როცა ჯონსონი გადადგა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა და უთხრა ბრიტანელ საზოგადოებას, "რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება“. ჯონსონმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას, მანამ სანამ არ აირჩევა მისი მემკვიდრე. ასე ხდება ნორმალურ პირობებში: პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობაზე, რჩება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ არ აირჩევა ახალი პარტიის ლიდერი. ერთ ალტერნატივად ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი განიხილება. თუმცა ჯერ ამის პრეცედენტი არ ყოფილა - მაგრამ, ასევე არ არის პრეცედენტი იმისა, რომ 50-ზე მეტი მთავრობის წარმომადგენელი გადადგეს ორ დღეში, რათა აიძულონ პრემიერი, დატოვოს თანამდებობა. აქვე ჩნდება მთავარი კითხვა - იწვევს თუ არა ბორის ჯონსონის გადადგომა საყოველთაო არჩევნებს ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - არა. ის იწყებს კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრების არჩევა პირდაპირი წესით არ ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯონსონი არის პრემიერ-მინისტრი, რადგან ის არის თემთა პალატის ყველაზე დიდი პარტიის ხელმძღვანელი და მისი გადადგომის შემდეგაც, კონსერვატორები კვლავ იქნებიან ყველაზე დიდი პარტია ქვეყანაში. აქვე ჩნდება მეორე საკვანძო კითხვა აღნიშნული პასუხის შემდეგ - როგორ ირჩევენ კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს ? ლიდერობის კანდიდატებს მინიმუმ რვა დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუ ორზე მეტი კანდიდატია, კონსერვატიული პარტიის დეპუტატები აწყობენ კენჭისყრის შემდეგ რაუნდს, რათა ლიდერობის კანდიდატების რაოდენობა ორამდე შემცირდეს. შემდეგ კონსერვატიული პარტიის წევრები ქვეყნის მასშტაბით კენჭს უყრიან ორ ფინალისტს. გამარჯვებული ხდება როგორც პარტიის ლიდერი, ასევე პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი გადადგომის შესახებ განაცხადს დედოფალს პირადად წარუდგენს. სასახლე ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ დედოფალ ელიზაბეტმა მიიღო აღნიშნული მოთხოვნა და იტყვის, ვინ იქნება მიწვეული პრემიერ-მინისტრად. ამის შემდეგ, ეს ადამიანი წავა დედოფალთან შესახვედრად, რათა მოწვევა მიიღოს. და ბოლო კითხვა, რომელიც ამ თემის გარშემო შეიძლება გაჩნდეს არის - უნდა დანიშნოს თუ არა ახალმა პრემიერმა საყოველთაო არჩევნები? ამ კითხვაზეც წინა კითხვების მსგავსად პასუხია - არა. გაერთიანებულ სამეფოში არ არის დაგეგმილი მორიგი საყოველთაო არჩევნები 2024 წლის დეკემბრამდე.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)