|
2022-07-07 10:17:07, 1221 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი გადადგომას არ გეგმავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განუცხადა დეპუტატებს, რომ ის „არ აპირებს გადადგომას“ თანამდებობის პირების მზარდი სიის მიუხედავად, რომლებიც გადადგნენ პროტესტის ნიშნად სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირის საქმესთან დაკავშირებით. ჯონსონის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მისი პრემიერ-მინისტრად დარჩენა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. „პრემიერ-მინისტრის საქმე რთულ ვითარებაში მუშაობაა, როცა კოლოსალური მანდატი გეძლევა, შენი ვალდებულება არის საქმის გაგრძელება. და ეს არის ის, რასაც მე ვაპირებ“, - განაცხადა ჯონსონმა.
დადრიჯმა თქვა, რომ ჯონსონი და ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრი ნადიმ ზაჰავი მომავალ კვირას ჩამოაყალიბებენ ეკონომიკის ახალ ერთობლივ გეგმას, რომელიც მოიცავს გადასახადების შემცირებას. განვითარებული მოვლენები მოხდა მას შემდეგ, რაც სახაზინო მინისტრი რიში სუნაკი და ჯანდაცვის მდივანი საჯიდ ჯავიდი გადადგნენ და განაცხადეს , რომ პრემიერ მინისტრი არ იყო შესაფერისი მმართველობისთვის.სკანდალი, რომელმაც დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, მოიცავდა კრის პინჩერს, უფროსის მოადგილეს, რომელმაც თანამდებობა დატოვა გასულ კვირას მას შემდეგ, რაც მას სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი. შეგახსენებთ, რომ თანამდებობა დატოვა სახაზინო ხაზინის მინისტრმა, ჯონ გლენიმ, იუსტიციის მინისტრმა, ვიქტორია ატკინსმა და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრმა, ჯო ჩერჩილი. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა. მინისტრებს გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ Reuters-ის ჟურნალისტების ცნობით, მინისტრების გადადგომა მოხდა მას შემდეგ, რაც ჯონსონი გამოვიდა ტელევიზიით, რათა ბოდიში მოეხადა კრისტოფერ პინჩერის დანიშვნის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა მისი ორი კოლეგის შევიწროებაში. ცნობისთვის, 6 ივნისს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა. უნდობლობის გამოცხადების დასაწყებად კონსერვატორებს თემთა პალატაში დეპუტატების 15%-ის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ .
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)