|
2022-07-05 14:05:20, 993 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. სამინისტროს ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს სხვადასხვა ფორმატის საშუალებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ ურყევ მისწრაფებებზე. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ - „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტს“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. ლელა ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ტოტალური თავდაცვისა და რეზერვის მობილიზაციის კუთხით, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით. ეხვედრის დასასრულს, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს მადლობის სიგელი გადასცა. პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას საქართველოში ფინეთის თავდაცვის ატაშის პოზიციაზე ვიცე-პოლკოვნიკი ჰარი ვეილ ჰენრიკ პალდანიუსი შეცვლის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)