|
2022-06-30 15:14:44, 1057 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აზერბაიჯანის აგრარული მომსახურების სააგენტოს, აზერბაიჯანის ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების ბაქოს ოფისის (DRTO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სასაზღვრო საკითხებში ვეტერინარული ჯანდაცვის მიმართულებით საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სისტემებს, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკასა და ლაბორატორიის ხარისხიანი მართვის საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მარნეულისა და თბილისის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ლაბორატორიის შესაძლებლობებს. აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ზოგადი მოხსენებები წარადგინეს. სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)